ვლადიმირ პუტინი აფხაზეთში სამუშაო ვიზიტით ჩავიდა. გამოცემა „ნუჟნაია
გაზეტას" ინფორმაციით, ის ბიჭვინთაში დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტს
რაულ ხაჯიმბას შეხვდება. შემდეგ, კი გაიმართება გაფართოებული სხდომა
„პრემიერ - მინისტრთან ბესლან ბარციცთან და სოციალურ-ეკონომიკური
ბლოკის მინისტრებთან“.
რუსულ და აფხაზურ მედიაში მანამდე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად,
„პუტინის ვიზიტი სამხრეთ ოსეთში კონფლიქტის დაწყების წლისთავს
უკავშირდება“. ეს ვლადიმირ რუსეთის პრეზიდენტის მეოთხე ვიზიტია
დე ფაქტო აფხაზეთში. ბოლოს, მან 2013 წელს ბიჭვინთაში ალექსანდრე
ანქვაბთან გამართა მოლაპარაკებები.
მასალის გამოყენების პირობები