ხურჩა-ნაბაკების ე.წ. საზღვართან რუსმა სამხედროებმა ბოძების ჩადგმა,
დაახლოებით, ორი თვის წინ დაიწყეს,
ამ დროისთვის კი მავთულხლართების გავლების პროცესი, თითქმის,
დაასრულეს. სოფლის გამგებლის ბადრი ხუნჯგურუას ინფორმაციით,
სახელმწიფო უსაფრთოების სამსახური და სხვა შესაბამისი უწყებები ფაქტის
შესახებ ინფორმირებულები არიან.
„მედიის რეაქციის შემდეგ ბოძების ჩადგმის პროცესი შეჩერდა. იმასაც კი
ფიქრობდნენ ადგილობრივები, ხომ არ გადაიფიქრეს რუსებმაო.
მოსახლეობიდან ორი ოჯახი დაზარალდა, რუსების შემოკავებულ ტერიტორიაზე
მათი საყანე ფართობები მოყვა. ფაქტობრივად, შეგუებულებივით არიან“, -
უთხრა რადიო „ათინათს“ ხუნჯგურუამ.
რადიო „ათინათი“ აღნიშნულ საკითხთან
დაკავშირებით სუს-ს დაუკავშირდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური,
კომენტარს, სავარაუდოდ, მოგვიანებით გააკეთებს.
მასალის გამოყენების პირობები