სამხედრო სწავლება "ღირსეული პარტნიორი 2017" ვაზიანის პოლიგონზე
საზეიმო ცერემონიით დასრულდა. ცერემონიალშ მონაწილეობა ქვეყნის
მთავარსარდალმა, სტუმრებმა და სამხედროებმა მიიღეს. მათ გარდაცვლილ
გმირებს წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.
გიორგი მარგველაშვილმა ვაზიანის პოლიგონზე, ნორიოს საწვრთნელ ბაზასა
და ვაზიანის აეროდრომზე წვრთნების დასრულების შემდეგ ქართველი და
ამერიკელი ჯარისკაცები მედლებით დააჯილდოვა.
მრავალეროვნული სამხედრო სწავლება საქართველოში ორი კვირის
განმავლობაში იმართებოდა. წვრთნებში მონაწილეობა ნატო-ს წევრი და
პარტნიორი 8 ქვეყნის 2800 სამხედრო მოსამსახურემ მიიღო.
ამავე თემაზე:
სენაკიდან
ამერიკული ტექნიკა ვაზიანისკენ დაიძრა
მრავალეროვნული
სწავლება ”ღირსეული პარტნიორი 2017” გაიხსნა
მასალის გამოყენების პირობები