სეს-მა ყავის გადამამუშავებელ საწარმოს ფუნქციონირების უფლება შეუჩერა
სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის
სპეციალისტებმა ყავის გადამამუშავებელ საწარმო „კოფი გრუპს“ საწარმოო
პროცესი შეუჩერეს.
სააგენტოს ინფორმაციით, საწარმოში 11 არაკრიტიკული და 9 კრიტიკული
შეუსაბამობა გამოვლინდა, რის გამოც ბიზნეოპერატორს შეუჩერდა საწარმოო
პროცესი და კანონმდებლობის შესაბამისად დაჯარიმდა.
ინსპექტრირებისას საწარმოში სხვადასხვა დასახელების (როგორც ხსნადი,
ასევე მარცვლები) ყავასთან ერთად აღმოჩნდა 235 კგ მოხალული ბარდა.
ადგილზე ხდებოდა როგორც ბარდის, ასევე ყავის მარცვლების მოხალვა მისი
შემდგომი დაფქვის და სავაროდოდ გადარევის მიზნით.
მასალის გამოყენების პირობები