„ჩერნომორენერგო“: გალში ელექტროგადამცემი ხაზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს
დე ფაქტო აფხაზეთის რაიონებში ენერგოსისტემის გეგმიური რეაბილიტაცია
მიმდინარეობს.
ამის შესახებ ინფორმაციას „ჩერნომორენერგო“ ავრცელებს. ამავე ცნობით,
დაიწყო ტყვარჩელის რაიონის მეწყერსაშიშ ზონაში განთავსებული
გამანაწილებელი ხაზების რეკონსტრუქცია, როგორც ქალაქში, ასევე
ხეობაში.
აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს ოჩამჩირის, გულრიფშის, სოხუმის,
გუდაუთის, გაგრის, რაიონებში. გარდა ამისა, დაიწყო გალის რაიონის
ელექტროგადამცემი ხაზების ზამთრის სეზონისთვის მზადება, ხორციელდება
ტრანსფორმატორული ქვესადგურების შეკეთება.
მასალის გამოყენების პირობები