ეროვნული სატყეო სააგენტო მთელი საქართველოს მასშტაბით საშეშე მერქნით
სკოლების მომარაგებას ახორციელებს. „ინიციატივა არა მხოლოდ სასწავლო
დაწესებულებების ხელშეწყობას, არამედ, ქვეყანაში ტყის მდგრადი მართვის
დანერგვას შეუწყობს ხელს, რაც მომავალში მერქნული რესურსებით
სარგებლობის ეფექტურ მექანიზმს შექმნის. საქართველოს 9 რეგიონში
სკოლების სათბობი შეშით მომარაგების პროცესი მიმდინარე წლის
ნოემბრამდე დასრულდება", - აცხადებენ გარემოს დაცვის
სამინისტროში.
მიმდინარე წელს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად,
სააგენტო შეშით ქვეყნის მასშტაბით 1600-მდე საჯარო სკოლას
მოამარაგებს.
მასალის გამოყენების პირობები