წებელდის პოლიგონზე რუსმა სამხედროებმა ახალი მობილური კომპლექსი გამოსცადეს
რუსმა სამხედროებმა წებელდის პოლიგონზე კავშირგაბმულობის თანამედროვე
მობილური კომპლექსი
„რედუტი“ გამოსცადეს. ამის შესახებ სამხრეთის სამხედრო ოლქის
პრეს-სამსახური ავრცელებს ინფორმაციას. საველე სწავლებებში 300 - მდე
სამხედრო მოსამსახურე და 100 ერთეული ტექნიკა ჩაერთო.
ამავე ცნობით, ახალი მოწყობილობა თანამედროვე ტექნოლოგიების
გამოყენებასთან ერთად, ძველ სისტემასთან ურთიერთქმედების საშუალებას
იძლევა. მობილური კომპლექსის მართვა შესაძლებელია დისტანციური მართვის
ანტენების საშუალებით და ის უზრუნველყოფს უწყვეტ კავშირს, 30მ/წ
სიჩქარის ქარის და -50°С - დან +55°С ტემპერატურის პირობებში.
მასალის გამოყენების პირობები