დევნილთა
საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ
გამოცხადებული პროგრამის მიზანი სახელობო იარაღების შესყიდვის
გზით დევნილთა თვითდასაქმების ხელშეწყობაა. პროგრამის ფარგლებში
გრანტს 50-მდე დევნილი მიიღებს. დაფინანსებას როგორც ინდივიდუალური,
ისე ჯგუფური საგრანტო განაცხადები ექვემდებარება. ინდივიდუალური
საგრანტო განაცხადის შემთხვევაში, ერთ ბენეფიციარზე გასაცემი გრანტის
მაქსიმალური ოდენობა 1600 ლარია. ჯგუფური განაცხადის შემთხვევაში
გრანტის ოდენობა განისაზღვრება ჯგუფის წევრთა რაოდენობის მიხედვით, იმ
ფაქტის გათვალისწინებით, რომ ერთ ბენეფიციარზე გასაცემი თანხის
ოდენობა 1600 ლარს არ უნდა აჭარბებდეს. ასეთი განაცხადის შემთხვევაში
დასაშვებია მაქსიმუმ 3 კურსდამთავრებულის გაერთიანება.
პროგრამის ფარგლებში დაშვებულია, როგორც დამწყები, ისე არსებული
საქმიანობის ხელშეწყობა, თვითდასაქმებისათვის საჭირო ძირითადი
საშუალებების შეძენის გზით. დასაშვებია მხოლოდ ერთი საგრანტო
ინიციატივის დაფინანსება, თუნდაც იგი მოიცავდეს რამდენიმე ხელსაწყოს
შეძენას, რომლებიც საერთო ჯამში ერთი პროექტის განხორციელებას
ემსახურება. დაფინანსებას არ ექვემდებარება საბრუნავი კაპიტალი,
სახარჯი მასალა და სხვა ნებისმიერი საქონელი, რომელიც არ წარმოადგენს
ძირითად საშუალებას, ანუ ქონებას, რომლის გამოყენების ვადაც ერთ წელზე
მეტია.
მნიშნველოვანი ვადები:
საქმიანობა
|
განხორციელების პერიოდი
|
საგრანტო განაცხადების მიღება
|
15 სექტემბერი 09:00 - 10 ოქტომბერი 18:00
|
საგრანტო განაცხადების დამუშავება
|
10 ოქტომბერი - 1 ნოემბერი
|
საგრანტო განაცხადების წარდგენა კომისიისათვის
|
2 - 6 ნოემბერი
|
საქმიანობა განხორციელების პერიოდი
საგრანტო განაცხადების მიღება 15 სექტემბერი 09:00 - 10 ოქტომბერი
18:00
საგრანტო განაცხადების დამუშავება 10 ოქტომბერი - 1 ნოემბერი
საგრანტო განაცხადების წარდგენა კომისიისათვის 2 - 6 ნოემბერი
პროგრამის სამიზნე ჯგუფი ის იძულებით გადაადგილებული პირებია,
რომლებმაც 2016-2017 წლებში დაასრულეს სახელმწიფო პროფესიულ
საგანმანათლებლო დაწესებულებაში პროფესიულ პროგრამაზე სწავლა და აქვს
დამოუკიდებლად საქმიანობისათვის საჭირო პროფესიული
უნარ-ჩვევები.პროგრამის ფარგლებში სულ 52 პროფესია შეირჩა , რომლის
კურსდამთავრებულსაც აქვს შესაძლებლობა თვითდასაქმების გზით გაიჩინონ
შემოსავლის წყარო.
პროფესიათა ჩამონათვალი იხილეთ
ბმულზე.
წარმოსადგენი დოკუმენტაცია : განმცხადებელმა სრულყოფილად შევსებულ
განაცხადის ფორმასთან ერთად უნდა წარმოადგინოს მისი კვალიფიკაციისა და
მოწყვლადობის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტები.განაცხადთან
ერთად ქვემოთჩამოთვლილი დოკუმენტების წარმოდგენა სავალდებულოა:
კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომი ან ცნობა
სასწავლებლიდან პროფესიისა და საფეხურის მითითებით);
დევნილობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; პირადობის დამადასტურებელი
მოწმობის ასლი;
კვალიფიკაციის ამაღლების დამადასტურებელი ნებისმიერი საბუთი
(სერტიფიკატი, დიპლომი), იმ შემთხვევაში, თუ მას გავლილი აქვს
დამატებითი გადამზადების კურსი;
სასწავლებლის უფლებამოსილი პირის მიერ გაცემული რეკომენდაცია,
რეკომენდატორის სახელის, გვარის, პოზიციისა და საკონტაქტო ტელეფონის
მითითებით.
რეზიუმე ან დამსაქმებლის საკონტაქტო ინფორმაცია (იმ შემთხვევაში, თუ
განმცხადებელს აქვს სამუშაო გამოცდილება).
იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელი რეგისტრირებულია სოციალურად
დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში და მისი ოჯახისთვის მინიჭებული
სარეიტინგო ქულა ნაკლებია 100,001-ზე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე
პირია ან ჰყავს შშმ ოჯახის წევრი, მარჩენალდაკარგული ან მარტოხელა
მშობელია, განაცხადს თან უნდა დაერთოს:
განაცხადის მიღების თვეში აღებული ამონაწერი სოციალურად დაუცველი
ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან, სარეიტინგო ქულის მითითებით;
შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე განმცხადებლისათვის
სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტის ამონაწერი ან სსიპ
სოციალური მომსახურების სააგენტოდან აღებული ცნობა. იმ შემთხვევაში,
თუ განმცხადებელი მარჩენალდაკარგულია, უნდა წარმოადგინოს ცნობა სსიპ
სოციალური მომსახურების სააგენტოდან იმის მითითებით, რომ ოჯახი
მარჩენალდაკარგულია, რის გამოც არასრულწლოვანი შვილები იღებენ
სახელმწიფო გასაცემელს; თუ განმცხადებელი მარტოხელა მშობელია,
სტატუსის დასადასტურებლად უნდა წარმოადგინოს:
4.1 ქორწინების მოწმობის, შვილ(ებ)ის დაბადების მოწმობისა და მეუღლის
გარდაცვალების მოწმობის ასლები;
4.2 შვილ(ებ)ის დაბადების მოწმობის ასლები, თუ მამის მონაცემები არ
არის დაფიქსირებული;
4.3 თუ მამის მონაცემები დაფიქსირებულია შვილ(ებ)ის დაბადების
მოწმობაში დედის მითითების საფუძველზე, დაბადების მოწმობის ასლთან
ერთად უნდა წარმოადგინოს სახელმწიფო სერვისების განვითარების
სააგენტოს/ იუსტიციის სახლის მიერ გაცემული ფორმა N4.
დევნილმა, რომელსაც სურს გახდეს წინამდებარე პროგრამის ბენეფიციარი,
უნდა შეავსოს პროგრამის ფარგლებში შემუშავებული განაცხადი (დანართი
N1) და ჩააბაროს სააგენტოში, რომლის მისამართია ქ.თბილისი,
თამარაშვილის ქ. N15ა ან შევსებული და დასკანერებული განაცხადი
თანდართულ დოკუმენტებთან ერთად გამოგზავნოს სააგენტოს ოფიციალურ
ელექტრონულ ფოსტაზე, შემდეგ მისამართზე:
This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it
განაცხადის შევსება შესაძლებელია, როგორც ხელით, ისე ბეჭდურად.
განაცხადის ფორმა იხილეთ
ბმულზე.
დევნილთა თვითდასაქმების ხელშეწყობის პროგრამა დეტალურად შეგიძლიათ
იხილოთ
ბმულზე.
მასალის გამოყენების პირობები