სეს: აზიურ ფაროსანასთან საბრძოლველად 15 მილიონ ლარამდე დაიხარჯა
სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის უფროსის
ნიკოლოზ მესხის ინფორმაციით, აზიურ ფაროსანასთან საბრძოლველად
წელს 15 მილიონ ლარამდე დაიხარჯა. ამის შესახებ, მესხმა დღეს გამართულ
პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელიც აზიური ფაროსანას წინააღმდეგ
გატარებულ ღონისძიებებს მიეძღვნა.
მისი თქმით, აღნიშნული თანხა შესაწამლი პესტიციდების, ზურგსაკიდი
შემასხურებელი აგრეგატების, ქიმიური პრეპარატერებისგან დამცავი
აღჭურვილობის შეძენას და ხელფასებს მოხმარდა. ნიკოლოზ მესხმა აღნიშნა,
რომ ამ მომენტისათვის აზიური ფაროსანა უკვე გამოსაზამთრებლად თბილ
ადგილებში იწყებს გადასვლას და ღონისძიებების გატარება გაზაფხულიდან
გაგრძელდება, როდესაც ფაროსანა გამრავლებისა და კვებისათვის მწვანე
მცენარეებზე ისევ გადაინაცვლებს.
მასალის გამოყენების პირობები