ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზის მიმდებარე ტერიტორიის
პატრულირებისას საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის
31-ე
ქვეითი ბატალიონის სამხედრო მოსამსახურე პაპუნა ხორავა დაიჭრა. მისი
ოჯახის ინფორმაციით, დაჭრილის ჯანმრთელობის მდგომარეობა
დამაკმაყოფილებელია. მას ჭრილობა მარჯვენა ქვედა კიდურზე აქვს
მიყენებული.
მაიორი პაპუნა ხორავა მეოცე წელია, შეიარაღებულ ძალებში მსახურობს. ის
ცხინვალის ომშიც მონაწილეობდა, ავღანეთში კი სამშვიდობო მისიის ეგიდით
მესამედ იმყოფება.
მასალის გამოყენების პირობები