საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის და მთავრობის
გადაწყვეტილების თანახმად, 2017 წლის
27 ნოემბერი, საქართველოს ტერიტორიაზე გლოვის დღეა. ბათუმის სასტუმრო
"ლეოგრანდში" მომხდარი ტრაგედიის დროს გარდაცვლილთა ხსოვნის
პატივსაცემად, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დაშვებულია სახელმწიფო
დროშები, მათ შორის ზუგდიდის ადმინისტრაციულ შენობებზე.
სასტუმრო "ლეოგრანდში" ხანძარი 24 ნოემბერს, დაახლოებით, 20:00 საათზე
გაჩნდა. ოფიციალური ინფორმაციით, ხაძრის შედეგად 11 ადამიანია
დაღუპული, რომელთაგან 10 საქართველოს და 1 ირანის რესპუბლიკის
მოქალაქეა, ჰოსპიტალიზაცია 22 ადამიანს დასჭირდა. მომხდარ ფაქტთან
დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სსკ-ს 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით
მიმდინარეობს, რაც სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევას
გულისხმობს.
ფოტო: სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია
მასალის გამოყენების პირობები