ახალ წელს ზუგდიდი თოვლის გარეშე, წვიმიანი ამინდით შეხვდება. გარემოს
ეროვნულ სააგენტოში ამბობენ, რომ უნალექო ამინდები 30 დეკემბრის
ჩათვლით გაგრძელდება, 31-ში კი ტემპერატურა დაიკლებს და იწვიმებს.
„ამ რამდენიმე დღის განმავლობაში იქნება 18-21 გრადუსი სითბო, 31-ში
კი 12 გრადუსამდე დაიკლებს, პირველში ცოტა კიდევ აცივდება“, -
ამბობენ სააგენტოში.
ზუგდიდისგან განსხვავებით, თოვლი იქნება ახალი წლის ღამეს მესტიაში.
ტემპერატურა კი -4 გრადუსამდე დაეცემა.
მასალის გამოყენების პირობები