ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლომ
გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით დამნაშავედ ცნო და 3 წლით
თავისუფლების
აღკვეთა მიუსაჯა.
სანდრო გირგვლიანის საქმეზე ექსპრეზიდენტს ბრალი სამსახურებრივი
უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით აქვს წაყენებული.
გამოძიების ვერსიით, მიხეილ სააკაშვილმა კუდ-ის იმჟამინდელ
ხელმძღვანელს დათა ახალაიას სანდრო გირგვლიანის მკვლელობისთვის
მსჯავრდებულების შეწყალების უკანონო დაპირება მისცა და შეწყალების
კომისიის გვერდის ავლით რამდენიმე პირი შეიწყალა, რითაც შექმნა
სამართლებრივი ბერკეტი მსჯავრდებულების პირობით ვადამდე
გათავისუფლებისთვის.
მასალის გამოყენების პირობები