ავარიის გამო აფხაზეთის ნაწილს ელექტროენერგია 10 საათის განმავლობაში არ მიეწოდებოდა
ოჩამჩირეში, სოფელ კინდღში მომხდარმა მოკლე ჩართვამ საჰაერო
ელექტროგადამცემი ხაზის დაზიანება
გამოიწვია. შედეგად, დე ფაქტო რესპუბლიკის მოსახლეობის დიდ ნაწილს
ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა.
ავარიის ადგილზე სარემონტო სამუშაოები 10 საათის განმავლობაში
მიმდინარეობდა. ამის შესახებ „აფსნიპრესს“ კომპანია „ჩერნომორენერგოს“
პრესსამსახურმა განუცხადა. ამავე ცნობით, ღამით შეწყვეტილი
სამუშაოები დილის 6 საათიდან განახლდა და ამ დროისთვის პრობლემა
აღმოფხვრილია.
მასალის გამოყენების პირობები