ახალი ამბები
„რა დღეში ხარ“ - რუსიების ოჯახის ადვოკატი სავარაუდო მუქარაზე საუბრობს
სოფელ მუჟავაში, აფხაზეთის ე.წ. საზღვართან ტაბელური იარაღიდან გასროლის შედეგად დაღუპული ბექა რუსიას ოჯახის ადვოკატი როლანდ შონია მის მიმართ სავარაუდო მუქარაზე საუბრობს. მისი  მკიცებით, პირად ტელეფონზე ფარული ნომრიდან ზარი განხორციელდა, რომელიც მალევე შეწყდა.

რადიო „ათინათის“ კითხვაზე, კონკრეტულად რა უთხრეს მას სატელეფონო საუბარში, შონია გვპასუხობს:

„რა დღეში ხარ“ - ასე მითხრეს, შემდეგ უკვე გაითიშა და მე გადარეკვის საშუალება აღარ მქონდა. დარწმუნებით ვერ ვიტყვი, მაგრამ თუკი მსგავსი ფაქტი განმეორდა და დაზუსტდა, რომ ზარი სწორედ ამ საქმეს უკავშირდება, შესაბამისად ვიმოქმედებ“, - აღნიშნა ადვოკატმა.

ის ამ დროისთვის ისევ აბაშაში, რუსიების საცხოვრებელ სახლში იმყოფება, სადაც დილიდან ოჯახის წევრების დაკითხვა მიმდინარეობს. შონიას თქმით, გარდაცვლილის დედის ნაამბობიდან დამატებითი დეტალები იკვეთება, რაც იძლევა ეჭვის საფუძველს, რომ ეს იყო მკვლელობა და არა უბედური შემთხვევა.



გარდა ამისა, მისივე თქმით, კითხვები საქმეში არსებულ რამდენიმე გარემოებას შეეხება, მათ შორისაა გავრცელებული ფოტო-ვიდეო კადრები. თავის მხრივ, რუსიები საკუთარ მოთხოვნებს აყალიბებენ.

აღნიშნულ კადრებთან დაკავშირებით, სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურაში სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების შესაძლო ფაქტზე გამოძიება საქართველოს სს კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო. უწყების ინფორმაციით, გამოძიების დაწყებას საფუძვლად მასობრივ საინფორმაციო საშუალებებში გავრცელებული ფოტო და ვიდეო მასალა დაედო, სადაც, სავარაუდოდ, ასახულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მხრიდან სავარაუდო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტი.
წალენჯიხის სოფელ მუჟავაში ახალგაზრდა მამაკაცი სამეგრელო-აფხაზეთის ე.წ. საზღვართან 26 ოქტომბერს გარდაიცვალა. მის ოჯახს გამოძიების ვერსიის არ სჯერა. მათი მტკიცებით, საქმეში ერთზე მეტი პირის დანაშაული იკვეთება. რუსიები საქმის ხელახალ გამოძიებას მოითხოვენ.

ამავე თემაზე:

მუჟავაში გარდაცვლილი წვევამდელის ოჯახში გამომძიებლები იმყოფებიან
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
22 / ნოემბერი 2024
ზუგდიდში საპროტესტო მსვლელობის მონაწილეებმა, ცოტა ხნის წინ, რუსთაველის ქუჩა გადაკეტეს, შემდეგ კი მსვლელობით დაიძრნენ მდინარე ჩხოუშის ხიდისკენ.
22 / ნოემბერი 2024
პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა.
22 / ნოემბერი 2024
ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას ბიუსტთან აქცია მიმდინარეობს.
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.