საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით "ერთიანი ნაციონალური
მოძრაობის" ადგილობრივი ორგანიზაციის ახალგაზრდულმა ფრთამ ენგურის
ხიდთან
აქცია გამართა. პარტიის წევრებმა და მხარდამჭერებმა რუსეთის მიერ
საქართველოს ოკუპაცია კიდევ ერთხელ გააპროტესტეს.
მათ ხელში შემდეგი შინაარსის ტრანსფარანტები ეჭირათ: „რუსეთი
ოკუპანტია“, “STOP RUSSIA”, “დიდება გმირებს“ და სხვ.
აქციის მონაწილეებმა ღონისძიების ბოლოს, მშვიდობის ნიშნად, ცაში
ფერადი ფრანები გაუშვეს.
1921 წლის 25 თებერვალს, რუსეთის წითელმა არმიამ თბილისი აიღო და
საქართველოს საყოველთაო და თავისუფალი არჩევნების გზით არჩეული
ხელისუფლება დაამხო, რის შედეგადაც განახორციელა საერთაშორისო
სამართლის სუბიექტის – საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის –
ანექსია.
ამ დღესთან დაკავშირებით, ქვეყნის მასშტაბით ყველა ადმინისტრაციულ
შენობაზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია.
მასალის გამოყენების პირობები