აფხაზეთში პასპორტიზაციის დაწყებიდან დღემდე 52 800 ახალი პასპორტი გაიცა
დე ფაქტო აფხაზეთის რაიონული საპასპორტო განყოფილებების
წარმომადგენლებმა, პასპორტების და ბინადრობის უფლების გაცემის
პროცესთან დაკავშირებით რაულ ხაჯიმბას ანგარიში წარუდგინეს.
აღნიშნული ინფორმაციის თანახმად, დოკუმენტების გაცემიდან დღემდე
„აფხაზეთის მოქალაქის“ 52 800 ახალი პასპორტი გაიცა.
„აბხაზია ინფორმის“ ცნობით, დე ფაქტო აფხაზეთის პრეზიდენტმა რაულ
ხაჯიმბამ რაიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელებს მოსახლეობასთან
შესაბამისი საინფორმაციო კამპანიის ჩატარება დაავალა, რადგან, ძველი
ტიპის პასპორტების მოქმედების ვადა 2018 წლის 31 დეკემბერს იწურება.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ უნდა დაჩქარდეს ბინადრობის უფლების გაცემის
პროცესიც.
„პრეზიდენტის ადმინისტრაციაში“ გამართულ თათბირზე, ასევე,
„მოქალაქეობის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით
იმსჯელეს. გამოცემის ცნობით, შსს-მ ერთი კვირის განმავლობაში,
პასპორტიზაციის შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, შესაბამისი
წინადადებები უნდა შეიმუშაოს.
მასალის გამოყენების პირობები