დე ფაქტო აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დაურ კოვე საქართველოს
პრემიერ მინისტრის გიორგი
კვირიკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა. „აფსნიპრესისთვის“
მიცემულ ინტერვიუში მან აღნიშნა, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა,
როდესაც ქართული მხარე ამ ტიპის განცხადებას აკეთებს. მისი თქმით
პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ აფხაზეთი ჯერჯერობით ვერ ხედავს
ქართული მხარის მიერ გადადგმულ რეალურ ნაბიჯებს, რომლებიც დილოგისა და
კონფლიქტის დარეგულირებას შეუწყობდა ხელს.
„ჟენევის დისკუსიების მსვლელობისას ჩვენ ვაწყდებით ქართული მხარის
სრულ მიუღებლობას არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით და კატეგორიულ
უარს, მომზადდეს ძალის გამოუყენებლობის შესახებ ერთობლივი დოკუმენტი",
- აღნიშნა დაურ კოვემ.
ჟურნალისტის კითხვას, ნიშნავს თუ არა ეს, რომ აფხაზური მხარე მზადაა
საქართველოსთან სრულყოფილი ორმხრივი დიალოგისთვის მან უპასუხა, რომ
აფხაზური მხარე ყოველთვის გამოხატავდა მზადყოფნას დიალოგისთვის და
ურთიერთ მისაღები კომპრომისებისთვის, რომლებიც სიტუაციას
უკეთესიბისკენ შეცვლიან. მან აღნიშნა, რომ თუ საქართველო აჩვენებს
„რეალურ და არა დეკლარირებულ მზაობას სახელმწიფოთაშორისი
დიალოგისთვის", აფხაზეთი მზად იქნება მასში მონაწილეობის
მისაღებად. მისი თქმით, ჟენევის მოლაპრაკებები სტაგნაციის
პროცესშია და წლებია ვერ იძლევა სასურველ შედეგს.
„პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ასეთი ინიციატივის შესაქმნელად
საჭიროა სანდო პლატფორმის შექმნა, რომელზეც მთელი პროცესი იქნება
დაფუძნებული. ჩვენი აზრით, ასეთი საფუძველი იქნება ძალის
გამოუყენებლობის შესახებ დოკუმენტის მიღება" - თქვა კოვემ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა რუსეთის
ხელისუფლებას განცხადებით მიმართა, რომელშიც აფხაზებთან და ოსებთან
პირდაპირი დიალოგისთვის მზადყოფნა გამოთქვა.
მასალის გამოყენების პირობები