დაცული ტერიტორიების სააგენტომ მარტვილის კანიონის ტერიტორიაზე
ტურისტული ინსტრასტრუქტურის
რეაბილიტაციაზე 465 400 ლარის ღირებულების ტენდერი
გამოაცხადა. სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, გამარჯვებულმა
კომპანიამ სხვადასხვა სამუშაოს, მათ შორის, მდინარე აბაშაზე დაკიდული
საცალფეხო ხიდის, მოაჯირების, ბილიკების, სანიაღვრე ცხაურას, არხის,
საჩრდილობლის, სათამაშო გასართობი მოედნის მოწყობა-რეაბილიტაცია და
სივრცის დაგეგმარება უნდა უზრუნველყოს.
სატენდერო დოკუმენტაციაში ასევე აღნიშნულია, რომ მიმწოდებელმა
ტურისტული ობიექტის მუშაობის პროცესი არ უნდა შეაფერხოს.
სამუშაოები კი ხელშეკრულების დადებიდან 3 თვეში უნდა
დასრულდეს.
ტენდერში წინადადებების მიღება 25 მაისიდან 30 მაისის ჩათვლით
გაგრძელდება.
მასალის გამოყენების პირობები