საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციამ უკრაინის თხილის
ასოციაციასთან ურთიერთთანამშრომლობის
მემორანდუმი გააფორმა. თანამშრომლობის დოკუმენტს GHGA-ის
აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი თოდუამ და UNA-ის პრეზიდენტმა
გენადი იუდინმა მოაწერეს ხელი.
ასოციაციების ხელმძღვანელების ცნობით, მიმდინარე წელს
Ferrero/AgriGeorgia-სა და GHGA მხარდაჭერით უკრაინაში თხილის ბაღები
350 ჰექტარზე გშენდა.
"საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაცია აქტიურად იქნება ჩართული
აღნიშნულ პროექტში და გაუზიარებს გამოცდილებას უკრაინელ პარტნიორებს",
- ამბობენ GHGA-ში.
უკრაინაში თხილის გაშენება კიდევ რამოდენიმე ათასი ჰექტარზე
იგეგმება.
მასალის გამოყენების პირობები