საქართველოს სკოლებში 2017-2018 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები
გამოცდები მიმდინარეობს. გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრის
ინფორმაციით, დღეს მოსწავლეები გამოცდებს ქართულ ენა-ლიტერატურასა და
გეოგრაფიაში აბარებენ. ტესტს წერენ ისინიც, ვისაც ქართული, როგორც
მეორე ენა აქვთ არჩეული.
ხვალ გამოცდები უცხოურ ენებსა და ბილოგიაში, ზეგ კი ისტორიასა და
ფიზიკაში ჩატარდება. ფიზიკას ჩააბარებენ გამოსაშვები კლასის
მოსწავლეები 23 მაისსაც, ამასთან, მათ ამ დღეს მათემატიკის ჩაბარებაც
მოუწევთ. ბოლო გამოცდა კი 24 მაიის ქიმიაში ჩატარდება.
მასალის გამოყენების პირობები