ოპოზიციურმა პარტია "ამცახარამ" დე ფაქტო აფხაზეთის პრეზიდენტს ღია
წერილით მიმართა, რომელშიც რაულ ხაჯიმბას მოუწოდა დაუყოვნებლივ და
ნებაყოფლობით მოიხსნას უფლებამოსილება. წინააღმდეგ შემთხვევაში,
ოპოზიციური ძალები ფართომასშტაბიანი აქციებით იმუქრებიან.
ოპოზიციის წარმომადგენლები ხაჯიმბას კორუფციასა და წინასაარჩევნო
დაპირებების შეუსრულებლობაში ადანაშაულებენ. მათი განცხადებით, მან
ვერ ჩამოაყალიბა ქმედითუნარიანი მთავრობა, არ გაატარა დაპირებული
პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმები, რამაც აფხაზეთის მოსახლეობის
მდგომარეობა მნიშვნელოვნად დაამძიმა, წერს "აიაირა".
ოპოზიციური პარტია „ამცახარას“ მორიგი, მეათე ყრილობა სოხუმში
გაიმართა, მას 600 დელეგატი და სტუმარი ესწრებოდა.
მასალის გამოყენების პირობები