სოხუმი: ტურისტებს ქალაქში საცურაო კოსტიუმებით გასვლა აეკრძალებათ
დე ფაქტო აფხაზეთის პარლამენტში ტურისტების დრეს-კოდზე იმსჯელეს,
კერძოდ, განიხილებოდა კანონპროექტი ადმინისტრაციულ სამართალდარვევათა
კოდექსში შესატანი ცვლილებების შესახებ, რომლებიც საზოგადეობრივ
ადგილებში არასათანადოდ ჩაცმული დამსვენებლების მიმართ საჯარიმო
სანქციებს ითვალისწინებს.
"პარლამენტის" დეპუტატის თემურ გულიას თქმით, მიუხედავად რეგულარული
გაფრთხილებებისა, ტურისტები და ადგილობრივი მცხოვრებლების ნაწილი,
"ნახევრად გახდილები, საცურაო კოსტიუმებსა და შორტებში დადიან პლიაჟის
ტერიტორიის საზღვრებს გარეთ", რაც მისი თქმით, "მოსახლეობის
სამართლიან აღშფოთებას იწვევს".
„პრეზიდენტის“ წარმომადგენლის დმიტრი შამბას განცხადებით, მსგავსი
გადაწყვეტილებების მიღება ქალაქის და რაიონის საკრებულოების
პრეროგატივაა, თუმცა, მან აღნიშნა, რომ მსგავს მოვლენებს არა
ჯარიმებით, არამედ, დარწმუნების მეთოდებით უნდა ებრძოლონ.
საბოლოოდ, მსგავსი კანონპროექტის მიღება გადაიდო. გადაწყდა,
რომ საკურორტო ზონებში განთავსდება დაფები,
შესაბამისი გამაფრთხილებელი წარწერებით და დარიგდება
საინფორმაციო ბუკლეტები.
მასალის გამოყენების პირობები