ახალი ამბები
ციხელაშვილი "ხიშბა-სიგუას" სიაზე: მის განხილვასა და შეფასებაში ვერ შევალთ
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, ისინი აფხაზური მედიასაშუალების მიერ გამოქვეყნებული სიის განხილვასა და შინაარსის შეფასებაში ვერ შევლენ.

„გარკვეულ ორგანიზაციებს და ჯგუფებს, შესაძლოა, ჰქონდეთ სხვადასხვა რეაქცია ე.წ. ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაზე, შესაბამისად, ერთ–ერთი აფხაზური მედიასაშუალების მიერ გამოქვეყნებული ამ სიის განხილვასა და შინაარსის შეფასებაში ვერ შევალთ. რაც არის მნიშვნელოვანი, გახლავთ ის, რომ „ოთხოზორია–ტატუნაშვილის“ სია, რომელიც მომზადდა პარლამენტის შესაბამისი რეზოლუციის მიხედვით, არის ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სია იმ პირებისა, რომელთა მიმართ არსებობს კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეები, რომელთაც, სამწუხაროდ და საუბედუროდ, ჩაიდინეს ძალიან მძიმე დანაშაულებები ადამიანის სიცოცხლის და უფლების წინააღმდეგ. ამ სიის ამოცანა გახლავთ ის, რომ ხელი შეეწყოს სამართლის აღსრულებას საერთაშორისო სანქციების დაწესების გზით და რაც მთავარია, ხელი შეეწყოს პრევენციას მსგავსი დანაშაულებების. მე სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებში კრიმინალის პრევენცია არის საზოგადოების ინტერესში, რადგან კრიმინალს არ გააჩნია ეთნიკურობა, ეს არის მთავარი ამოცანა და მეტსაც ვიტყვი, ცხადია, დავას არ იწვევს, რომ მკვლელი უნდა იყოს დასჯილი. მგონია, რომ მომავალში ყველა ფორმატი უნდა გამოვიყენოთ და საერთო ძალისხმევა მივმართოთ დანაშაულის და კრიმინალის აღკეთასა და პრევენციაზე“, –განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

ვეტერანთა საზოგადობრივი ორგანიზაცია „არუაა“ დე ფაქტო აფხაზეთის პარლამენტს ოთხოზორია ტატუნაშვილის სიის საპასუხოდ „ხიშბა- სიგუას“ სიის მიღების წინადადებით მიმართვას. ინფორმაციას „ნუჟნაია გაზეტა“ ავრცელებს.

ამავე თემაზე:

დე ფაქტო აფხაზეთში „ოთხოზორია - ტატუნაშვილის“ სიის საპასუხო სია მომზადდა

 

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
6000 წელზე მეტია, რაც ცხენი და ადამიანი თანაგუნდელები არიან.

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
02 / ოქტომბერი 2025
მეგრელთა სულიერ სამყაროში ხე მხოლოდ ბუნების ნაწილი არ ყოფილა ის სიწმინდეა, რწმენასა და სინანულთან დაკავშირებული სიმბოლო.
26 / სექტემბერი 2025
ერთ-ერთი მთავარი ღვთაება, რომელიც საუკუნეების განმავლობაში მეგრული კულტურის სულიერ სამყაროს ასაზრდოებდა, იყო ორთა , არსთა გამრიგე და უხილავი ბუნების მბრძანებელი.
24 / სექტემბერი 2025
6000 წელზე მეტია, რაც ცხენი და ადამიანი თანაგუნდელები არიან.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
02 / ოქტომბერი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ოქტომბერი 2025 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.