მესტიაში მომხდარ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი თბილისში დააკავეს
შს სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის და
ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა, განზრახ
მკვლელობის ბრალდებით ძებნაში მყოფი, 1985 წელს დაბადებული, წარსულში
რამდენიმეჯერ ნასამართლევი დ.ნ. თბილისში დააკავეს. მის მიერ ჩადენილი
დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს. ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის
11 ივლისს, ღამით, მესტიაში მდებარე ერთ-ერთი სასტუმროს მიმდებარე
ტერიტორიაზე ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1993 წელს დაბადებულ
ლ.ფ.-ს ცივი იარაღით დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან
მიიმალა. დაჭრილს საავადმყოფოში ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა, მისი
გადარჩენა ვერ მოხერხდა.
გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით
მიმდინარეობს.
მასალის გამოყენების პირობები