სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოვალეობას კანონის შესაბამისად
რეგიონის ახალი ხელმძღვანელის დანიშვნამდე გუბერნატორის
პირველი მოადგილე კობა ქანთარია შეასრულებს.
რაც შეეხება გუბერნატორის მოადგილეების თანამდებობას, რომელსაც კობა
ქანთარია და დათო კოდუა იკავებენ, ისინი, ამ ეტაპზე პოსტებზე
რჩებიან.
„მე ვარ მოადგილის თანამდებობაზე, ჯერჯერობით, სანამ ახალი
გუბერნატორი მოვა და მერე ვნახოთ, რა იქნება. გუბერნატორის
მოვალეობას, ალბათ, მე შევასულებ სანამ ახალი დაინიშნება", - თქვა
ქანთარიამ.
ამავეს ამბობს მეორე მოადგილე დათო კოდუა, რომელმაც გვითხრა, რომ
თანამდებობაზე, ჯერჯერობით, რჩება და ინფორმაცია შესაძლო
გათავისუფლების შესახებ არ აქვს.
მამუკა ბახტაძემ დღეს მთავრობის კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე
განაცხადა, რომ თანამდებობიდან ხუთი რეგიონის, მათ შორის
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონის თანამდებობიდან
გაათავისუფლა. ახალ გუბერნატორს კი უახლოეს დღეებში წარადგენენ.
ამავე თემაზე:
პრემიერ- მინისტრმა ლევან შონია
გაათავისუფლა
მასალის გამოყენების პირობები