მესტიაში ფესტივალი „სვანეთობა 2018“, რომელიც დღეს გაიმართება,
რეგიონალურ ფოლკლორულ ფესტივალს „ფუძეობა“-ს, უმასპინძლებს.
მასში მონაწილეობას, როგორც ადგილობრივი ფოლკლორის წარმომადგენლები,
ასევე პოპულარული ქართველი შემსრულებლები მიიღებენ. ღონისძიების
ორგანიზატორების ინფორმაციით, პროექტი ფოლკლორის სფეროში მოღვაწე
ადამიანებს მისცემს საშუალებას, წარმოაჩინონ საკუთარი
შესაძლებლობები და წარადგინონ საკუთარი ნაშრომები.
ფესტივალის ფარგლებში იგეგმება სხვადასხვა ღონსიძეიბები:
14:00 საათზე, „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, სამეწარმეო
მარკეტი გაიხსნება, რომელშიც 30 მეწარმე იქნება წარმოდგენილი;
დაიდგმება სავაჭრო ფურა, სადაც ჰოთ-დოგები და ლუდი გაიყიდება,
მოეწყობა შეჯიბრი ლუდის სმაში;
პროექტის ფარგლებში ასევე წარმოდგენილი იქნება საბავშვო კუთხე, სადაც
გაიმართება სხვადასხვა აქტივობები გასართობი;
ფესტივალის ფარგლებში მოხდება ტრადიციული სვანური სამზარეულოსა და
ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა;
ადგილობრივ მოსახლეობას, ჩამოსულ ქართველ თუ უცხოელ სტუმრებს,
შესაძლებლობა ექნებათ ფესტივალის მიმდინარეობის დროს მესტიის
მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ერთეულების პავილიონებთან დააგემოვნონ
სვანური ტრადიციული სამზარეულო, ასევე პავილიონებში წარმოდგენილი
ხალხური რეწვის ოსტატების ნამუშევრები დაათვალიერონ.
ღონისძიება დასკვნითი კონცერტით, ჯგუფი ‘’ეგარის“ და ჯგუფი
‘’რეგიონის“ მონაწილეობით დასრულდება. ფესტივალი მესტიის
მუნიციპალიტეტის მერიისა და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ცენტრის,
პროექტ CHECK IN GEORGIA-ს მხარდაჭერით ხორციელდება.
მასალის გამოყენების პირობები