NDI-ის მიერ გამოკითხულთა 74% მარიხუანას ლეგალიზაციის წინააღმდეგია
NDI-ის გამოკითხვის თანახმად საქართველოში მარიხუანას
ლეგალიზაციას 74% ეწინააღმდეგება, ხოლო 18% ეთანხმება. სხვა
ნარკოტიკული
საშუალებების შესახებ კვლევის ფარგლებში კითხვა არ დასმულა.
ორგანიზაციის კვლევის საველე სამუშაოები 23 ივნისიდან 8 ივლისის
პერიოდში ჩატარდა, 2 409 დასრულებული ინტერვიუს სახით. მისი
ცდომილების ზღვარი 1,9%-ია.
კვლევა დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით
ჩატარდა.
საკონსტიტუციო სასამართლომ საქართველოში მარიხუანას მოხმარებაზე
სანქციები 30 ივლისს გააუქმა. აღნიშნული გადაწყვეტილებით
საკონსტიტუციო სასამართლოს საქმეთა კოლეგიამ „გირჩის“ ლიდერების ზურაბ
ჯაფარიძისა და ვახტანგ მეგრელიშვილის სარჩელი დააკმაყოფილა, რომელიც
მარიხუანას მოხმარებასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული ჯარიმის
გაუქმებას გულისხმობდა.
მასალის გამოყენების პირობები