ფოთში ძლიერი წვიმის შედეგად რამდენიმე ქუჩა და საცხოვრებელი
სახლის პირველი სართულები დაიტბორა. ადგილობრივები ამბობენ, რომ
ყოველი წვიმის
დროს ასეთი ვითარებაა. მათი თქმით, სატუმბი სადგურები, რომელთა
მოწესრიგებაშიც ათასობით ლარი დაიხარჯა, გაუმართავად
მუშაობს. ისინი ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ.
ფოთის მერიაში რადიო "ათინათს" უთხრეს, რომ
ზარალის კომისია დაითვლის და ანაზაღაურება ამის მიხედვით
მოხდება. რაც შეეხება დატბორვას, მათი თქმით მთელი ღამის განმავლობაში
ქალაქს შუქი არ მიეწოდებოდა და ამის გამო სატუმბი სადგურები არ
მუშაობდა.
მასალის გამოყენების პირობები