ძლიერმა ქარმა წალენჯიხაში რამდენიმე სახლს სახურავი გადახადა და
სიმინდის ყანები გაანადგურა. მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის
სევერიანე შეროზიას
ინფორმაციით, სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის ოდენობა,
ჯერჯერობით, უცნობია და მისი დათვლა სპეციალურმა კომისიამ უკვე
დაიწყო.
„გუშინ, დაახლოებით, საღამოს ხუთის საათისთვის მოვარდნილმა ძლიერმა
წვიმამ და ქარმა ქალაქის ცენტრში მდებარე ოთხ სახლს სახურავი
გადახადა. გარდა ამისა, რამდენიმე ჰექტარზე ორ ძის სიმინდს თუ ნახავთ,
გაანადგურა“, - უთხრა რადიო „ათინათს“
შეროზიამ.
მუნიციპალიტეტში ძლიერმა ქარმა, რომელიც დაახლოებით ერთ საათს
გასტანა, მრავალწლოვანი ხეებიც მოგლიჯა.
მასალის გამოყენების პირობები