მესტიის მუნიციპალიტეტის მერის კაპიტონ ჟორჟოლიანის ინფორმაციით,
საავტომობილი გზა, რომელიც ლეხზირის მყინვარის ნაწილის ჩამოშლის
გამო ჩაკეტეს, გახსნილია. მისივე თქმით, ხეობაში სიტუაცია ჩვეულ
რეჟიმს დაუბრუნდა და არანაირი საფრთხე არ არსებობს.
„ეს არის თანმიმდევი პროცესი ყინულისა და თოვლის დნობისა. არანაირი
საშიშროება არ არსებობს და არც იყო საჭიროება სპეციალისტების
დარჩენის. მდინარეც ჩვეულებრივ მიედინება თავის კალაპოტში“, - უთხრა
რადიო
„ათინათს“ ჟორჟოლიანმა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მყინვარ ლეხზირთან
მიმართებაში ამ დროისთვის ვითარება სტაბილურია და საფრთხე არ
არსებობს. მათივე ინფორმაციით, მყინვარ ლეხზირის ენიდან
დაახლოებით 400 მეტრში ყინულის მასების ჩამოშლის შედეგად წყალი
შეგუბდა, თუმცა ამ დროისთვის აღნიშნული პრობლემა აღარ
ფიქსირდება.
ამავე თემაზე:
საგანგებო
სიტუაციათა მართვის სააგენტო ლეხზირთან დაკავშირებით: დაკარგულების
შესახებ ინფორმაცია არ შემოსულა
მესტიის მერია:
ლეხზერისკენ მიმავალ გზა ხვალ გაიხსნება
მასალის გამოყენების პირობები