საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე 6 რეგიონის გუბერნატორს
დღეს11:00 საათზე წარადგენს. სახელმწიფო რწმუნებული თანამდებობიდან
გასულ თვეში გაათავისუფლეს. კერძოდ, თანამდებობიდან გათავისუფლდნენ:
შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, ქვემო
ქართლის და სამცხე- ჯავახეთის გუბერნატორები. გუბერნატორი არ ჰყავს
ასევე იმერეთსაც, მას შემდეგ, რაც გივი ჭიჭინაძე შუალედურ არჩევნებში
პარლამენტის დეპუტატი გახდა.
მასალის გამოყენების პირობები