სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილე დავით კოდუამ
თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება დაწერა. როგორც რადიო
„ათინათს“ სახელმწიფო
რწმუნებულის ადმინისტრაციის უფროსმა ლაშა გვასალიამ უთხრა, კოდუამ
აღნიშნული განცხადება დღეს დილით დაწერა.
„გუბერნატორის გადასაწყვეტია დაადებს თუ არა რეზოლუციას განცხადებას.
პრობლემა არაფერი ყოფილა, ეს მისი სურვილი იყო. ვისაც შეუძლია და სურს
მუშაობა იმუშავებს, ვისაც არ შეუძლია და ვერ ჩაჯდება იმ ტემპში,
რომელსაც ითხოვს მთავრობა და ხელისუფლება, თავისთავად წავა“,
- თქვა
ლაშა გვასალიამ.
დავით კოდუა გუბერნატორის მოადგილედ 2016 წლიდან მუშაობდა.
მასალის გამოყენების პირობები