უშბაზე ალპინისტების მიერ ნაპოვნი ორი ადამიანის ნეშთი
ჩამოასვენეს. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების
მართვის სამსახური ავრცელებს.
„განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოს მაშველებმა,
მწვერვალ უშბიდან დაუდგენელი ვინაობის ორი პიროვნების გვამი, შსს-ს
სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით ჩამოასვენეს. შეტყობინება
მყინვარწვერზე აღმოჩენილი ორი გვამის შესახებ,საგანგებო სიტუაციების
მართვის სამსახურში, 23 აგვისტოს შემოვიდა“, - აცხადებენ
სააგენტოში.
ამავე ცნობით, ბოლო დღეების განმავლობაში, საგანგებო სიტუაციების
მართვის სამსახურში სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონიდან მთაში
დაკარგული ან ჩარჩენილი პიროვნებების შესახებ შეტყობინება არ
შემოსულა. შესაბამისად, მთაში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები არ
მიმდინარეობდა.
ამავე თემაზე:
უშბაზე ორი ადამიანის ჩონჩხი იპოვეს
მასალის გამოყენების პირობები