ცენტრალური კრიმინალური და სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის
დეპარტამენტის თანამშრომლებმა,
რამდენიმედღიანი ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, სოფელ
განმუხურში, ელექტრონული მუსიკის ფესტივალის მიმდინარეობისას
ნარკოდანაშაულისთვის სულ 22 ადამიანი დააკავა. მათ ბრალად ნარკოტიკული
საშუალებების შეძენა-შენახვა და გასაღება
ედებათ. ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა, დაკავებულების პირადი და
დროებითი საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, სხვადასხვა სახის
ნარკოტიკი ნივთმტკიცებად ამოიღეს.
მასალის გამოყენების პირობები