ანაკლიაში მუსიკალური ფესტივალი ჯგუფმა die antwoord დახურა (ვიდეო)
16:49 / 27.08.2018
ანაკლიაში მუსიკალური ფესტივალი, რომელიც 23 აგვისტოს დაიწყო ჯგუფ die
antwoord-მა დახურა. ღონისძიების ორგანიზატორების თქმით,
ფესტივალმა მათ მოლოდინს გადააჭარბა და ის წარმატებით დასრულდა.
მათივე ინფორმაციით, ღონისძიებას ყველაზე აქტიურ პერიოდში
12 500-მდე სტუმარი ეწვია.
„ფესტივალის ტერიტორიაზე არსებულ ხუთივე სცენაზე 150 მეტი
საერთაშორისო შემსრულებელმა დაუკრა. მათ შორის იყო Juan Atkins,
რომელმაც კონსერვატორიის ორკესტრთან ერთად დაუკრა. საერთო ჯამში
ფესტივალი წარმატებით დაიხურა. ყველაზე აქტიურ პერიოდში დაფიქსირდა
12 500-მდე ადამიანი. ჟანრობრივად განსხვავებული შემსრულებელები
გვყავდა და საბოლოო ჯამში გადააჭარბა ჩვენ მოლოდინს იმიტომ, რომ
თორმეტი ათას ადამიანს არ ველოდებოდით“, - აღნიშნა ფესტივალის
საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა ხატია გელოვანმა.
Echowaves-ის ორგანიზატორები ამბობენ, რომ ფესტივალი მომავალ
წელსაც ჩატარება.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
აფხაზი ოპოზიციონერები მოითხოვენ, რომ დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პარლამენტმა განსახილველად გაიტანოს და „წერტილი დასვას“ რუსეთთან საინვესტიციო შეთანხმების საკითხში.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები