ზუგდიდში ხვალ უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ
წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგაცია საქართველოში
უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღეს
აღნიშნავს, სადაც დაკარგულთა ოჯახების წევრებს უმასპინძლებს. ამ
დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები საქართველოს ხუთ ქალაქში ხვალ
ჩატარდება.
ზუგდიდში შეკრება უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მემორიალის მიმდებარედ
(„ენგურქაღალდ კომბინატის“ დასახლებასთან) გაიმართება.
საქართველოში 1990-იანი წლებისა და 2008 წლის აგვისტოს შეიარაღებული
კონფლიქტების შედეგად 2 400-ზე მეტი ადამიანი ჯერაც უგზო-უკვლოდაა
გაუჩინარებული. ამ დღის მიზანია დაკარგული ადამიანებისთვის პატივის
მიგება, მათი ოჯახების მხარდაჭერა, ფართო საზოგადოების ინფორმირება და
ცნობიერების ამაღლება იმ შედეგებსა და გავლენაზე, რასაც
ადამიანის გაუჩინარება ახდენს მისი ოჯახის წევრებზე.
მასალის გამოყენების პირობები