შინაგან საქმეთა სამინისტრომ "თანასწორობის მოძრაობის" ზუგდიდის
ოფისის ხელმძღვანელის მიმართ მუქარის
შემცველი წერილთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. როგორც რადიო
„ათინათს“ უწყებიდან აცნობეს, გამოძიება
151-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც მუქარას გულისხმობს.
ორგანიზაციის ხელმძღვანელი ცაბუნია ვართაგავა ამბობს, რომ მან
სოციალურ ქსელ ფეისბუქზე მუქარის შემცვლელი წერილი მიიღო. მისივე
თქმით, შეტყობინება, სავარაუდოდ, ყალბი გვერდიდან არის გაგზავნილი და
ის საქართველოს ნაკრების მცველის, გურამ კაშიას მიმართ სოლიდარობას
გამოცხადებას უკავშირდება.
ამავე თემაზე:
"თანასწორობის მოძრაობის"
ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ემუქრებიან
მასალის გამოყენების პირობები