გერმანიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ანსამბლი União do Samba (Uniao do
Samba) მესტიას ეწვევა. აღნიშნული ჯგუფი უკვე 20 წელზე მეტია არსებობს
და საქართველოში
პირველად ჩამოდის. ამის შესახებ რადიო
"ათინათს" მესტიის
მერიაში უთხრეს.
„36 კაციანი ჯგუფი ტურისტული ვიზიტით ჩამოდის. სურვილი აქვთ, რომ
სვანეთი დაათვალიერონ. ჩვენ შევთავაზეთ, რომ კონცერტი ჩაეტარებინათ.
სცენას და შესაბამის ტექნიკას ჩვენ ჩვენი სახსრებით ვახვედრებთ“, -
ამბობენ მუნიციპალიტეტის მერიაში.
მათივე ცნობით, მოსახლეობა და სტუმრები მოისმენენ არა მხოლოდ მუსიკას
სამბას სტილში, არამედ თანამედროვე ორიგინალურ კომპოზიციებს, რომელიც
ანსამბლის ლიდერის, ულრიხ ბუმერის შექმნილია.
მასალის გამოყენების პირობები