რუხის საუნივერსიტეტო კლინიკა მიმდინარე წლის ბოლოს გაიხსნება (ვიდეო)
17:11 / 07.09.2018
რუხის საუნივერსიტეტო კლინიკა, რომლის მშენებლობა 2018 წლის ზაფხულში
უნდა დასრულებულიყო, მიმდინარე წლის ბოლოს
გაიხსნება. ამის შესახებ კლინიკაში სამუშაოთა მწარმოებელი კომპანიის
წარმომადგენელმა ვახტანგ სიხარულიძემ განაცხადა. მისი ინფორმაციით,
კლინიკის გახსნის დაგვიანება პროექტში არსებულმა ხარვეზებმა
განაპირობა.
„თავიდან პროექტში იყო პატარა შეცდომები ელექტრომომარაგებასთან
დაკავშირებით. ვცდილობთ, რომ ამ წლის ბოლოსთვის ჩავაბაროთ. იყო
ხელისშემშლელი ფაქტორიც. ფაქტობრივად, უკვე დამთავრებული იყო
სამუშაოები, ყველაფერი გადაკეთდა, რადგან პროექტში არ იყო
გათვალისწინებული ცეცხლგამძლე კედლები. ამჟამად კორექტირება შესულია
და ხელახლა ვაკეთებთ. ნახევარზე მეტი შესრულებულია უკვე. ეს ყველაფერი
ჯანდაცვის სამინისტროსთან შეთანხმებულია“, - თქვა სიხარულიძემ.
კლინიკაში მიმდინარე სამუშაოები სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა
ალექსანდრე მოწერელიამ დაათვალიერა. ის ადგილზე გაეცნო პროექტში
შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით არსებულ ინფორმაციას. გუბერნატორმა
თქვა, რომ უფრო ხშირად დაათვალიერებს მიმდინარე სამშენებლო
პროცესს.
„ხშირად ვესტუმრები და იმედი მაქვს, დროულად და ხარისხიანად იქნება
ობიექტი ჩაბარებული. როგორც აქ მითხრეს, იყო პროექტში ხარვეზები
სახანძრო უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. კმაყოფილი ალბათ გახსნის დროს
ვიქნები, მაშინ, როდესაც საბოლოო შედეგს ვნახავთ“, - აღნიშნა
მოწერელიამ.
მხარის გუბერნატორმა სავაჭრო ცენტრი „რუხი მოლიც“ დაათვალიერა.
მისი თქმით, კონფლიქტის ზონასთან არსებული ყველა ახალი პროექტი,
რომელიც აქ განხორციელდება, მნიშვნელოვანია. გუბერნატორი ფიქრობს, რომ
მისი სრული დატვირთვით მუშაობისთვის უფრო მეტი მხარდაჭერა და
ხელშეწყობაა საჭირო.
სამშენებლო სამუშაოებს "სახელმწიფო სამშენებლო კომპანია" ახორციელებს.
კომპლექსი 7 ბლოკისა და სხვადასხვა ტიპის საინჟინრო-ტექნიკური
ნაგებობებისგან შედგება და პროექტის ღირებულება 41 მილიონ ლარზე მეტს
შეადგენს. მისი მშენებლობა 2014 წელს დაიწყო. კლინიკის ამოქმედების
თარიღად ჯერ 2016 წლის ბოლოს ვარაუდობდნენ. მოგვიანებით, 2016 წლის
თებერვალში სამშენებლო სამუშაოები პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა,
ჯანდაცვის მინისტრმა და მთავრობის სხვა წევრებმა დაათვალიერეს, რის
შემდეგაც მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, კლინიკა 2017 წლის
დასაწყისში უნდა გახსნილიყო.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
"როსავიაციამ" ორ რუსულ ავიაკომპანიას, iFly-სა და Nordstar-ს, მოსკოვიდან და კრასნოიარსკიდან სოხუმის აეროპორტის მიმართულებით ფრენების ნებართვა მისცა. შესაბამისი ბრძანება რუსეთის რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალურმა სააგენტომ საკუთარ ვებ გვერდზე გამოაქვეყნა.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, უწყების თანამშრომლებმა ზუგდიდისა და ხობის მუნიციპალიტეტებში ფესვებიანად მოპოვებული, ჯამში 89 ერთეული ბზის ნერგის უკანონო ტრანსპორტირების შემთხვევები გამოავლინეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები