სამეგრელოში უაქციზო სიგარეტის შენახვა-რეალიზაციის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის
თანამშრომლებმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში უაქციზო
სიგარეტის შენახვა-რეალიზაციის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.
საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ბრალდებულს, მისივე მართვის ქვეშ
არსებული ავტომობილით, სარეალიზაციოდ გამზადებული 1 988 კოლოფი
უაქციზო სიგარეტი გადაჰქონდა.
ამავე ცნობით, გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსის მე-200 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით
ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 8 წლამდე ვადით.
მასალის გამოყენების პირობები