გერმანული როკ ჯგუფის კონცერტი ნარკოტიკების წინააღმდეგ ზუგდიდში
ზუგდიდში, სკეიტ პარკის ტერიტორიაზე გერმანული როკ-ჯგუფი brain wash
დღეს 18:00 საათზე კონცერტს გამართავს. ღონისძიება, რომლის
ორგანიზატორიც
მოძრაობა "აირჩიე სიცოცხლეა", ნარკოტიკების წინააღმდეგ არის
მიმართული. კონცერტის მხარდამჭერია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის
მერია.
"აღნიშნული ჯგუფი დასავლეთ საქართველოში მართავს ტურნეს. ორგანიზებას
უწევს მოძრაობა "აირჩიე სიცოცხლე". აბსოლუტურად უფასოდ ტარდება, ჩვენ
დავუთმეთ სივრცე და ტექნიკური მხარდაჭერა გავუწიეთ. ძალიან საინტერესო
ორგანიზაციაა, თვითონ კონცერტის სლოგანი არის როკი ნარკოტიკების
წინაღმდეგ", - უთხრა რადიო "ათინათს"
ზუგდიდის მერიის კულტურის განყოფილების უფროსმა
როკი ნარკოტიკის წინაღმდეგ კამპანიის ფარგლებში აღნიშნული ჯგუფი
უკვე იმყოფებოდა ბათუმსა და ქობულეთში.
მასალის გამოყენების პირობები