ზუგდიდის მე-4 საჯარო სკოლაში სარემონტო სამუშაოები დროებით შეჩერდა
ზუგდიდში მეოთხე საჯარო სკოლის სარემონტო სამუშაოები, რომელიც
მილენიუმის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება, ამ ეტაპზე შეჩერებულია.
არსებული ინფორმაციით, ამის მიზეზი მუშების გაფიცვაა, მათ ბოლო ორი
თვის ხელფასი არა აქვთ აღებული. ადგილზე მისულ ჟურნალისტებთან საუბარი
არ ისურვეს თავად მუშებმა. მედიასთან კონტაქტზე არც სამშენებლო
კომპანიის წარმომადგენლები გამოვიდნენ.
სამუშაოების დამკვეთ „ათასწლეულის გამოწვევის ფონდში“ აცხადებენ, რომ
მათი მხრიდან სამშენებლო კომპანიისთვის თანხა გადარიცხული, თუმცა
საკითხით დაინტერესდებიან.
რაც შეეხება სარემონტო სამუშაოებს, მას ჩინური კომპანია AVIC
GREATWALL DADI CONSTRUCTION GROUP Co. Ltd.-ი აწარმოებს. რადიო
„ათინათმა“ კომპანიასთან დაკავშირება ჯერ
ვერ შეძლო.
მასალის გამოყენების პირობები