ზუგდიდის მეოთხე საჯარო სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოები დღეს
დილიდან განახლდა. ჩინური სამშენებლო კომპანიის "ვეენდჯეეს"
წარმომადგენლების
თქმით, მათ მუშების წინაშე არანირი ფინანსური დავალიანება არ აქვთ და
ხელფასების გაცემა გარკვეული პრობლემების გამო დაგვიანდა.
"რეალურად, პრობლემა არ ყოფილა. ობიექტზე მომუშავე სამი გუნდიდან,
ერთ-ერთი ახორციელებდა სამუშაოების შეფასებას. ხდებოდა მათი
ნამუშევრის დათვლა და გადანაწილება კონკრეტულ პიროვნებებზე", -
აცხადებს კომპანიის წარმომადგენელი მარი კვერნაძე.
სამუშაოთა მწარმოებელი გალაქტიონ ძიძავა ამბობს, რომ აქ
დასაქმებული თითოეული ადამიანის ნამუშევრის აღრიცხვამ დრო
მოითხოვა და მუშებს ხელფასთან დაკავშირებით მიტომ გაუჩნდათ
საფუძვლიანი ეჭვი.
"აზომვითმა სამუშაოებმა დრო მოითხოვა და ამიტო გაჭიანურდა ხელფასის
ჩარიცხვა. გუშინ შევიკრიბეთ , გავარკვიეთ და დღეს უკვე მოგვარებულია
პრობლემა. სამივე ჯგუფი ადგილზეა და მუშაობს. დღესაც ემატებიან
აქ დასაქმების მსურველები, ახლებიც მივიღეთ უკვე", - ამბობს გალაქტიონ
ძიძავა.
სარემონტო სამუშაოები, რომელიც მილენიუმის პროგრამის ფარგლებში
ხორციელდება, გუშინ მუშების გაფიცვის გამო შეჩერდა.
მასალის გამოყენების პირობები