აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად საქართველოს
სახელმწიფო დროშები ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე დაშვებულია. სოხუმის
დაცემის 25-ე წლისთავთან დაკავშირებით
ენგურის ხიდთან მდუმარე აქცია გაიმართება, ხოლო დაღუპულთა ხსოვნის
პატივსაცემად, 12:00-ზე მამა მალხაზ ჭანტურია პანაშვიდს ვლაქერნის
ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში გადაიხდის. აქტივისტი გიგა
მაქარაშვილი კი, რომელიც თბილისიდან ზუგდიდში ფეხით ფეხით
ჩამოვიდა, მოქალაქეებთან ერთად ოკუპაციას ენგურის ხიდზე
გააპროტესტებს.
სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო.
კონფლიქტი ქართულ სამთავრობო ჯარებსა და აფხაზ სეპარატისტთა ძალებს
შორის 13 თვესა და 13 დღეს გრძელდებოდა.
„ცეცხლის შეწყვეტისა და ძალთა დაშორიშორების შესახებ” მიღწეული
შეთანხმების დარღვევით მოწინააღმდეგემ სოხუმის აღება შეძლო.
ქართული მხარის მიერ ამ დრომდე დაუზუსტებელი მონაცემებით, 10 ათასზე
მეტი ქართველი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. 300 ათასი
აფხაზეთიდან დევნილი კი უსახლკაროდ დარჩა.
მასალის გამოყენების პირობები