ზუგდიდის ცენტრში მდებარე მარკეტ "იალჩინის" 20-ზე მეტი თანამშრომელი
კუთვნილ ხელფასს ითხოვს. მათი თქმით, მაღაზია იხურება და მეპატრონეს
საქონელი აღწერის გარეშე გააქვს, ამის შესახებ კი თანამშრომლებმა დღეს
დილით გაიგეს. ისინი ამბობენ, რომ თუ ხელფასი დროულად არ დაერიცხებათ,
მაღაზიის მფლობელს საქონელს არ გაატანენ.
"დღეს გავიგეთ, რომ მაღაზია იხურებოდა და საქონელი გააქვთ. არც
აღწერას ატარებენ და არც ხელფასს გვირიცხავენ. გვითხრეს, 15 რიცხვში
არის ხელფასის დარიცხვაო, მაგრამ ამის არ მჯერა, იმიტომ, რომ ეს არაა
პირველი შემთხვევა. დღეს ხურავენ მარკეტს და დღესვე მოგვცენ ფული. თუ
ახლავე არ დაგვარიცხეს, მერე არც გვაქვს იმედი", - ამბობენ ისინი.
ადგილზე იმყოფება საია-ს იურისტი ჯემალ ჭკადუაც. მისი თქმით,
"იალჩინის" თანამშრომლების მოთხოვნა სამართლიანია და ამის შესახებ
ინფორმაცია მან მაღაზიის ადმინისტარციასაც მიაწოდა.
"ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა მითხრეს, რომ მაღაზიის
კონსულტანტებს ყოველი თვის 15 რიცხვში ერიცხებათ ხელფასი და სწორედ ამ
დროს მიიღებენ ისინი კუთვნილ თანხას, თუმცა მე მათ განვუმარტე, რომ
თანამშრომლებს იმ დღესვე უნდა აუნაზღაურდეს გაწეული შრომა, რა დროსაც
დამქირავებელსა და დასაქმებულს შორის წყდება შრომითი ხელშეკრულება", -
თქვა ჭკადუამ.
ცნობისთვის, ზუგდიდში მაღაზია "იალჩინი" 2016 წელს გაიხსნა.
Mute
Current Time 0:00
/
Duration Time 0:00
Loaded: 0%
Progress: 0%
Stream TypeLIVE
Remaining Time -0:00
Playback Rate
1
Chapters
Chapters
descriptions off, selected
Descriptions
subtitles off, selected
Subtitles
captions settings, opens captions settings dialog
captions off, selected
Captions
Audio Track
This is a modal window.
Captions Settings Dialog
Beginning of dialog window. Escape will cancel and close the window.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
36 წელი გავიდა 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენებიდან. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც ადამიანთა მსხვერპლი მოჰყვა.
დღეს, 2025 წლის 8 აპრილს, უწყვეტი პროტესტის 132-ე დღეს, ზუგდიდის აქციის მონაწილეები 9 აპრილის მემორიალთან გაათევენ ღამეს, რითაც შუერთდებიან პროევროპული აქციებისას დაკავებულების მშობლების მოწოდებას.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები