ზუგდიდის სკეიტ პარკში დღეს, 16:00 საათზე, ახალგაზრდული ფესტივალი - „თანატოლები თანასწორებისთვის“ გაიმართება. ღონისძიების მიზანია ჯანსაღი
ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და გენდერული თანასწორობის საკითხებში ახალგაზრდების ინფორმირებულობის გაზრდა. ფესტივალის ფარგლებში, დაგეგმილია სხვადასხვა შემეცნებით-გასართობი ღონისძიება:
სპორტული აქტივობები; არასამთავრობო ორგანიზაციების გამოფენა;ცოცხალი ბიბლიოთეკა;სახეების მოხატვა;მამაკაცების კულინარიული შეჯიბრი;ხელნაკეთი ნივთების და ყვავილების გამოფენა-გაყიდვა;ღონისძიება თბილისდან მოწვეული DJ-ის კონცერტით და ლაზერ შოუთი დასრულდება. ფესტივალს ასოციაცია
„ათინათი“, გაეროს მოსახლეობის ფონდთან (UNFPA) პარტნიორობით, გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობისთვის“ ფარგლებში და შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ატარებს.
ღონისძიების სპონსორები და პარტნიორები არიან: ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,ლაზიკა კაპიტალი’’, ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრი, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრი, APM/Terminals- ფოთის პორტი და საკანცელარიო მაღაზია ,,პილოტი“.
მასალის გამოყენების პირობები