თხილის მავნებლებთან ბრძოლა ,,კარდაკარის" პრინციპით იწყება. ინიციატივა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორს ალექსანდრე მოწერელიას ეკუთვნის და ის მოსახლეობისთვის
მავნებლის წინააღმდეგ ჩასატარებელი ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას გულისხმობს.
გუბერნატორმა თხილის კულტურის გადარჩენის გეგმა მუნიციპალიტეტების მერებს, საკრებულოს თავმჯდომარეებს, სოფლის მეურნეობის დარგის სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმომადგენლებს გააცნო.
სამუშაო ჯგუფებში, ადგილობრივი ხელისუფლების, სოფლის მეურნეობის საკონსულტაციო ცენტრების, ასევე ,,თხილის მწარმოებელთა ასოციაციისა" და "თხილის გადამამუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციის" წარმომადგენლები, წარმატებული ფერმერები იქნებიან წარმოდგენილი.
"ჩვენი კომუნიკაციით, ჩვენს ფერმერებთან მივიღებთ სრულ ინფორმაციას, თუ რა საჭიროებები აქვთ მათ. ჩვენ უნდა ვეცადოთ ჩამოვაყალიბოთ და ამ დარგში მოვახდინოთ ძირეული გარდაქმნა. ეს ღონისძიება ემსახურება, რომ გადავარჩინოთ თხილის კულტურა და ამავე დროს მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობა", - აღნიშნა გუბერნატორმა.
შეხვედრას თვითმმართველობის წარმომადგენლები, ადგილობრივი ფერმერები და ექსპერტები ესწრებოდნენ. მათ დაგეგმილ ღონისძიებაში ჩართვის მზაობა გამოთქვეს.
მასალის გამოყენების პირობები