ახალი ამბები
„თანასწორობა გვჭირდება“ - კამპანია ქალების ეკონომიკური გაძლიერებისთვის (ვიდეო)
ზუგდიდის სამხატვრო გალერეაში ქალთა პოლიტიკური და ეკონომიკური გაძლიერებისაკენ მიმართული კამპანია გაიმართა. მოეწყო თანამონაწილეობითი პერფორმანსი-ინსტალაცია, რომელთა მეშვეობით ღონისძიების სტუმრებმა საქართველოში გენდერული თანასწორობის შესახებ ინფორმაცია მიიღეს. გარდა ამისა,  მოწვეულმა  სტუმრებმა თათია სამხარაძემ და ციცინო შენგელიამ, ქალების კარიერული განვითარების გამოწვევებზე, სექსუალურ შევიწროებაზე და იმ გამოწვევებზე ისაუბრეს, რომლებსაც ქალები აწყდებიან.
alt
ღონისძიების ერთ-ერთი ორგანიზატორის გაეროს განვითარების პროგრამის ( UNDP Georgia ) მენეჯერის მაკა მეშველიანის თქმით, კამპანიის მიზანია გაზარდოს ცნობიერება იმ უთანასწორობის შესახებ,  რასაც ქალები აწყდებიან ეკონომიკურ საქმიანობაში.

„დასაქმების ადგილას სექსუალური შევიწროება, ხელფასებს შორის განსხვავება, წვდომა სერვისებზე და ფინანსურ რესურსებზე, ეს ყველაფერი, სხვა ფაქტორებთან ერთად არის ხელისშემშლელი ბარიერები, რაც უნდა აღმოიფხვრას“, - აღნიშნა მან.

სამსახურში სექსუალურ შევიწროებასთან დაკავშირებით, საკუთარი ისტორია მოყვა ჟურნალისტმა თათია სამხარაძემ. მან საქართველოში პირველმა, საკუთარ უფროსს სასამართლოში უჩივლა და დავა მოუგო. ამბობს, რომ სტიგმასთან ბრძოლა გაუჭირდა, თუმცა დუმილი უფრო მეტად დამთრგუნველი იქნებოდა.
alt
ზუგდიდში გამართული ღონისძიების შემდეგ კამპანია  ქუთაისსა და ოზურგეთში გადაინაცვლებს. აღნიშნული აქტივობები უკვე ჩატარდა თბილისში, თელავსა და ბათუმში.

კამპანია „თანასწორობა გვჭირდება“ 2017 დაიწყო და პირველ ეტაპზე ქალების პოლიტიკური ჩართულობის გაზრდას ისახავდა მიზნად. მისი მეორე ფაზა 2018-2019 წლებში მიმდინარეობს და ქალების ეკონომიკურ გაძლიერებას ემსახურება. სოციალური კამპანიის ინიციატორები არიან გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და შვედეთის მთავრობა, გენდერული თანასწორობისათვის გაეროს ერთობლივი პროგრამის ფარგლებში.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
6000 წელზე მეტია, რაც ცხენი და ადამიანი თანაგუნდელები არიან.

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
26 / სექტემბერი 2025
ერთ-ერთი მთავარი ღვთაება, რომელიც საუკუნეების განმავლობაში მეგრული კულტურის სულიერ სამყაროს ასაზრდოებდა, იყო ორთა , არსთა გამრიგე და უხილავი ბუნების მბრძანებელი.
24 / სექტემბერი 2025
6000 წელზე მეტია, რაც ცხენი და ადამიანი თანაგუნდელები არიან.
22 / სექტემბერი 2025
დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი , ნიკოსეული სასახლე მასპინძლობს , სახელოვანი ქართველი რეჟისორის ,რესპუბლიკის დამსახურებული არტისტისა და რუსთაველის პრემიის ლაურეატ მერაბ კოკოჩაშვილის 90 წლის იუბილესადმი მიძღვნილ გამოფენას.
ოდაბადეშ კინოხონი
26 / სექტემბერი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ოქტომბერი 2025 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.