გალში მცხოვრებლები არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად აქტიურად გადმოდიან (ვიდეო)
15:43 / 28.10.2018
გალის რაიონის სოფლების მოსახლეობა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობს. ისინი ენგურის ხიდით დილიდან აქტიურად გადმოდიან. ადგილობრივები რადიო "ათინათთან" საუბარში ამბობენ,
რომ "საზღვრის" გადაკვეთისა პრობლემა არ შექმნიათ, თუმცა გამშვები პუნქტიდან, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლა ფეხით უწევთ. მათი თქმით, დღეს ენგურის ხიდზე მხოლოდ ერთი - გაეროს მიერ დანიშნული მიკროავტობუსი მოძრაობს.
"დილით გადმოვედი ფეხით, იქითაც ასე მივდივარ. არჩევნებზეც მივიღე მონაწილეობა. იქიდან არანაირი შეზღუდვა არ არის, თუმცა აქ მხოლოდ ერთი მარშუტკა მოძრაობს, რომელიც უფასო არის. მის ლოდინს ფეხით დროულად გადასვლა გვირჩევნია", - თქვა მურთაზ გადელიამ. გადმომსვლელების დიდმა ნაწილი, რომელმაც სახელის და გვარის დასახელება არ ისურვა, ამბობს, რომ კერძო მიკროავტობუსები არჩევნების გამო არ მუშაობენ.
"დილით გადმოვედი, აფხაზეთის საგუშაგოსთან ვიკითხე,რატომ არ დადიან მარშუტკები-მეთქი. იქ მითხრეს, ალბათ არჩევნების გამოო. სწორედ ამ არჩევნების გამო გადმოვედი დღეს", - ამბობს ოკუპირებული აფხაზეთის მკვიდრი.
საქართველოში დღეს საპრეზიდენტო არჩევნები იმართება.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
აფხაზი ოპოზიციონერები მოითხოვენ, რომ დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პარლამენტმა განსახილველად გაიტანოს და „წერტილი დასვას“ რუსეთთან საინვესტიციო შეთანხმების საკითხში.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები